Tuesday, April 18, 2017

პროექტის სახელწოდება:თამბაქო –21 –ე საუკუნის პრობლემა.
პროექტის აქტუალობა:რადგანაც გახშირდა მოზარდებშიც თამბაქოს მოხმარება ,ამიტომ საჭიროა იმ საფრთხის სრულად გაცნობიერება , რაც ექმნება მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
პროექტის მიზნები ;მოსწავლე იმსჯელებს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. გააცნობიერებს თამბაქოს წევის მავნებლობას გააცნობიერებს  თამბაქოს წევის უარყოფით შედეგებს იმსჯელებს იმ პრევენციულ გზებზე ,რითაც შესაძლებელია თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება. განუვითარდებათ კვლევის ,დაკვირვების ,ანალიზის შეფასების პრეზენტაციის ,დასკვნების გამოტანის და კომუნიკაციის უნარი.

მოსწავლეთა -ასაკი -13-14 წელი

ვადების ხანგრძლივობა; 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები; ბუკლეტი, სლაიდ-შოუ
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტი, მარკერები
პროექტის მსვლელობა. 

მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას თამბაქოს წარმოშობასა და მავნებლობაზე ,ჯგუფები აწარმოებენ გამოკითხვას მოსახლეობაში , დაურიგებენ თავიანთ მიერ შედგენილ ბუკლეტებს თამბაქოს მავნებლობაზე ,ქმნიან პრეზენტაციებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
ესგ-თან კავშირი
ბიოლ.VIII.9.  მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაბის მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;

·         გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;

·         აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ.,  შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინელი თინიკაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:tinikashvilinineli@gmail.com